ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც კოლორადოდანაიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.
ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომისშემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებითიწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.
ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ
1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM
2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი. ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS
2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია. თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTE სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.