Uncategorized @ka-ge

ყველაზე მოთხოვნადი ტელეფონები

ჩვენს ქვეყანაში მობილურ ტელეფონებს არამარტო ფუნქციური დატვირთვა აქვს, არამედ ზოგიერთ სიტუაციაში ის იმიჯის ნაწილიცაა. Iphone და Samsung, რომ წამყვანი და მაღალი კლასის ბრენდებია ამაზე არავინ დავობს, მათი ფლაგმანებით თავის მოწონება კი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მობილური ტელეფონის ქონა და საჭიროებისთვის გამოყენება. ამის დასტურად ისიც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოში ხშირია პრეცედენტი, როცა კონკრეტული მოდელის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, იმისთვის რომ პირველები იყვნენ.

თუ Apple და Samsung-ის ფლაგმანებს არ ჩავთვლით, რომელიც მაღალფასიანი მობილური ტელეფონების სეგმენტში განიხილება, მათ შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი Xiaomi და Huawei-ა. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ფუნქციურად არ ჩამოუვარდებიან წამყვან ბრენდებს, თუმცა სხვადასხვა არც თუ ისე მნიშვნელოვანი მახასიათებლის ნაკლებობის ხარჯზე, უფრო ბიუჯეტურ სეგმენტში მოიაზრებენ. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, წუნი ნამდვილად არ მოეძებნებათ.

თუ თქვენი მიზანი დაბალფასიანი მობილურის შეძენაა, ამ შემთხვევაში Nokia, Alcatel, Micromax, Itel, Sigma ძალიან კარგი ვარიანტია.

საქართველოში მობილური აბონენტების 39% უპირატესობას „სამსუნგის“ ტელეფონს ანიჭებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

კომისია საქართველოში მობილური აპარატების პროცენტულ გადანაწილებასაც მიმოიხილავს.
კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია „სამსუნგის“ მობილური ტელეფონები. მე-2 ადგილზეა – Apple, რომლის აპარატებსაც მობილური აბონენტების – 15% ფლობს; მას მოსდევს Xiaomi, რომელსაც უპირატესობას მობილურ აბონენტთა 13% ანიჭებს, ხოლო 18% – სხვა ბრენდებზე ნაწილდება.
მათ შორის, HUAWEI-ს აპარატებს მობილური აბონენტების 7% ფლობს, Microsoft/Nokia-ს კი 5% ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ანგარიშის თანახმად, აბონენტების შედარებით მცირე წილი მოდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *